ჩვენი მხარდაჭერის გუნდი დაგეხმარებათ გარანტიასა და დაბრუნებასთან დაკავშირებულ ნებისმიერ შეკითხვაში.
დაბრუნების წესები და პირობები
საქონლის და თანხის დაბრუნების შემთხვევაში მომხმარებელი ვალდებულია:
-მოვაჭრეს ან მის მიერ განსაზღვრულ მესამე პირს დაუბრუნოს საქონელი ნივთის დაბრუნების შესახებ შეტყობინების გაგზავნის შემდეგ დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს 14 კალენდარული დღისა.
-გასწიოს საქონლის დაბრუნებასთან დაკავშირებული პირდაპირი (უშუალო) ხარჯი.
-ნივთის ტრანსპორტირება უნდა განხორციელდეს შემდეგ მისამართზე:
ქ. თბილისი, ნუცუბიძის 82
-მომხმარებელმა, დასაბრუნებელი ტექნიკა, კომპანიის მიერ დაბრუნების ფორმის დადასტურების შემდეგ უნდა მიიტანოს დაბრუნების პუნქტის სასურველ მისამართზე. ქ.თბილისი, ნუცუბიძის 82
-იმ შემთხვევაში, თუ საქონლის მახასიათებლები არ შეესაბამება პლატფორმაზე მითითებულ მონაცემებს, საქონელს გააჩნია თავდაპირველი ნაკლი ან დაზიანებულია, საქონლის უკან დაბრუნებას უზრუნველყოფს მოვაჭრე თავისი რესურსით.
-მომხმარებელი ვალდებულია სრულად დააბრუნოს საქონელი ყველა თანდართულ დოკუმენტთან ერთად.
-მოვაჭრე ვალდებულია საქონლის უკან დაბრუნების შეტყობინების მიღებიდან 14 კალენდარული დღის განმავლობაში, უკან დაუბრუნოს მომხმარებელს მის მიერ გადახდილი თანხა.
-მოვაჭრეს უფლება აქვს, უარი თქვას თანხის დაბრუნებაზე მანამ, სანამ საქონელს არ დაიბრუნებს ან მომხმარებლისგან არ მიიღებს საქონლის გაგზავნის დამადასტურებელ დოკუმენტს, იმის მიხედვით, რომელიც უფრო ადრე განხორციელდება.
-ნივთის დაბრუნების პირობები არ ვრცელდება იმ ნივთზე ან მომსახურებაზე, რომლის ფასი 200 ლარს არ აღემატება;
-თანხის ანაზღაურება მოხდება გადახდის იმავე საშუალებებით, რომლებიც მომხმარებელმა გამოიყენა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მომხმარებელი გადახდის სხვა საშუალების გამოყენებაზე თანხმობას განაცხადებს.
-მომხმარებლის მიერ საქონელზე უარის თქმა ავტომატურად იწვევს დაკავშირებული ხელშეკრულებიდან მის გასვლას და პირვანდელი მდგომარეობის აღდგენას.
-მოთხოვნის დაფიქსირებისთვის მომხმარებელმა უნდა მიმართოს https://zwoastro.ge/ -ს თქვენთვის მისაღები საკომუნიკაციო არხის გამოყენებით:
ელ.ფოსტა - info@planetarium.ge
ტელ.: 574 01 01 77; 574 01 01 44
www.celestron.ge-ს Facebook გვერდი